დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა, სავარაუდოდ, ოკუპირებული ხარკოვის ოლქიდან საკუთარი ქვედანაყოფების გაყვანის ბრძანება გასცა.
"უკრაინის სწრაფ წარმატებას რუსეთის გეგმაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. უკრაინაში განლაგებული ძალების დიდი ნაწილი იძულებულია პრიორიტეტი საგანგებო თავდაცვით მოქმედებებს მიანიჭოს.
არსებული ვითარების ფონზე, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ ჯარისკაცების ნდობა კიდევ უფრო გაუარესდება". - წერია ანგარიშში.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





