რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან მარიონეტი ლიდერი გაიქცა – მედია

მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის ფონზე, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი, დენის პუშილინი გაიქცა. საოკუპაციო ადმინისტრაციის „ხელმძღვანელი“ დიდი ალბათობით რუსეთის ტერიტორიაზე იმალება. 

ინფორმაციას უკრაინის 24-ე არხი ავრცელებს. 

მანამდე გამოცემამ მიიღო ინფორმაცია, რომ დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის გამო ბოევიკებმა ფრონტზე პანიკას აყვნენ. ერთ-ერთი მიზეზი საბრძოლველად მობილიზებულთა ნაკლებობა იყო - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან სამხედრო ასაკის ადამიანების უმრავლესობა უკვე გაგზავნილია უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად.

შედეგად, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტმა ლიდერმა, დენის პუშლინმა დონეცკიდან გაქცევა გადაწყვიტა. უკრაინის დაზვერვის წყაროს არ უთქვამს ზუსტად სად წავიდა საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.  

კომენტარები