რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის შეიარაღებული ძალები: ოკუპანტი ლეიტენანტი ტყვედ ავიყვანეთ

უკრაინის სადესანტო ძალებმა ოკუპანტების მე-18 მოტორიზებული იარაღის ბრიგადის ლეიტენანტი, არტემ ხელემენდიკი დააკავეს. ინფორმაციას უკრაინის ოპერატიული შეიარაღებული ძალები Telegram-ზე ავრცელებენ.

 "25-ე სადესანტო ბრიგადამ დაატყვევა რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეიტენანტი, არტემ ხელემენდიკი, მე-18 მოტორიზებული იარაღის დანაყოფიდან". - წერია განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები