რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. ინფრომაციას РИА Новости-ი Telegram-ზე ავრცელებს.
"დონბასის გასათავისუფლებლად დასახული მიზნების მისაღწევად, მივიღეთ გადაწყვეტილება ბალაკლიასა და იზიუმის რეგიონებში განლაგებული რუსეთის ჯარების გადაჯგუფების შესახებ, რათა გააძლიერონ ძალისხმევა დონეცკის მიმართულებით". - წერია განცხადებაში.
10 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა ქალაქი იზიუმი და ხარკივის ოლქის რამდენიმე სხვა დასახლება დატოვეს, ხოლო 8 სექტემებრს. უკრაინელმა სამხედროებმა გაავრცელეს ვიდეომიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ ხარკოვის ოლქში ქალაქი ბალაკლია გაათავისუფლეს.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)