უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, ხარკოვის, დონეცკის და ხერსონის ოლქებში 10-ზე მეტი სარაკეტო და 22 საავიაციო თავდასხმა განახორციელეს.
გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის შეტევა 8 დასახლებულ პუნქტთან წარმატებით მოიგერიეს.
გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა სხვადასხვა მიმართულებით გაანადგურეს რუსეთის არმიის SU-25 ტიპის 2 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და 5 უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)