რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის ერთი სოფელი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის ერთი სოფელი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს

ოზერნოე სტატეგიულად მნიშვნელოვანი სოფელია, რომელიც მდებარეობს სევეროდონეცის ნაპირებზე და სლავიანსკიდან აღმოსავლეთით 32 კილომეტრში.

ოზერნოე გაათავისუფლეს ეროვნული გვარდიის მსროლელი ბატალიონის ჯარისკაცებმა 103-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 63-ე ბატალიონთან ერთად და ვიდეოც გაავრცელეს. 

"ჩვენ ვაჩვენეთ რუსგვარდიას საით უნდა წასულიყვენენ და რომელი ხომალდის მიმართულებით. ჩვენ ნაწილ-ნაწილ ვათავისუფლებთ ჩვენს მიწას, სოფლებს. დიდება უკრაინას!".- ამბობს სამხედრო. 

ოზერნოე ხსნის გზას ლიმანში სარკინიგზო კვანძისკენ. სოფლის დეოკუპაცია ასევე ქმნის დასაყრდენს სევეროდონეცის ნაპირებზე, რაც უკრაინელ სამხედროებს საშუალებას აძლევს განავითარონ კონტრშეტევა.

კომენტარები