რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

REUTERS: ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინაში 14 სამხედრო დაბრუნდა

ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინაში 14 სამხედრო დაბრუნდა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Reuters-ი უკრაინის სამხედრო ტყვეების საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს

ცენტრი გათავისუფლებული სამხედროების ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის ერთი სამხედრო ოფიცერია, ერთი კი - მედიკოსი. 

ასევე, უკრაინელი ჟურნალისტი, ვოლოდიმირ ზოლკინი Facebook-ზე გაცვლილი სამხედროების ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინელი მებრძოლები სახლში ბრუნდებიან. 

"დავიღალე, რადგან გაცვლა 2 დღე გაგრძელდა. რა თქმა უნდა, მთელი პროცესი ჩავიწერე და მოგვიანებით, ვიდეოც გამოქვეყნდება. დაიღალნენ 58-ე ბრიგადის ბიჭებიც, რომლებიც 22 მაისიდან ტყვეობაში არიან. მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენი მებრძოლები სახლში დაბრუნდნენ.

გაგრძელება იქნება". - წერს ზოლკინი. 

კომენტარები