რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინა: სამხრეთით ოკუპანტების საბრძოლო მასალის ხუთი საწყობი გავანადგურეთ

უკრაინელი სამხედროები ტანკზე, უკრაინა, დონეცკის ოლქი, 2022 წლის 19 აგვისტო
Anatoli Stepanov/AFP/Getty Images

უკრაინელმა სამხედრო ძალებმა სამხრეთის მიმართულებით ოკუპანტების საბრძოლო მასალის ხუთი საწყობი, საბორნე გადასასვლელისა და უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტის განადგურება შეძლეს.

"განადგურებულია 102 რუსი ჯარისკაცი, ექვსი ტანკი, ჰაუბიცები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა გრადი, მობილური 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი და რვა ერთეული ჯავშანმანქანა". – წერია განცხადებაში.

უკრაინის ავიაციამ იერიში მიიტანა რუსეთის სამხედროების სულ 18 სამეთაურო და საყრდენ პუნქტზე, საბრძოლო მასალისა და საწვავ-საპოხი მასალების საწყობზე და ლოჯისტიკურ საშუალებებზე.

კომენტარები