უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის ქვედანაყოფებმა თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს. საუბარია ხერსონის, ხარკოვის ნაწილის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქის მიმართულებებზე.
"ოკუპანტები ცდილობენ დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე სრული კონტროლი დაამყარონ, ასევე შეინარჩუნონ ხერსონი, ხარკოვის ნაწილი, ზაპოროჟიე და ნიკოლაევის ოლქი. ხარკოვის მიმართულებით მტერი ტაქტიკური სიტუაციის გაუმჯობესებას სვეტლიჩნოეს მახლობლად ცდილობდა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია, უკან დაიხია. სლავიანსკის მიმართულებით მტერი ბოგოროდიჩნიში წინსვლას ცდილობდა, მაგრამ შეტევა წარუმატებლად დასრულდა, რუსებმა ზარალით უკან დაიხიეს.
ჩვენი ქვედანაყოფები ოკუპანტების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის დაბომბვას განაგრძობენ. ამასთან ერთად, მტერს ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგები აღენიშნება". - წერია განცხადებაში.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)