რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო: ბელარუსის თვითმფრინავები მზად არიან, რუსული ბირთვული შეიარაღება გადაიტანონ

ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ მისი ქვეყნის Su-24-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები ბირთვული იარაღის გადასატანად განახლებულია

"[დასავლეთმა] უნდა გაიგოს, რომ ვერც ვერტმფრენები და ვერც თვითმფრინავები გადაარჩენს, თუ ესკალაციის გზას აირჩევს. ჩვენ, პუტინთან ერთად, პეტერბურგში უკვე ვთქვით, რომ Su[-24] თვითმფრინავებს ბირთვული იარაღის გადატანას მოვარგებთ. თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ უბრალოდ ვყვებოდობთ? ამისთვის ყველაფერი მზად არის!", - აღნიშნა მინსკში ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მას პირობის შესრულების გზებზე არ უსაუბრია. გასათვალისწინებელია, რომ ბელარუს არ აქვს საკუთარი ბირთვული იარაღი და მან სავარაუდოდ ათი წლის წინ გააუქმა თვითმფრინავების Su-24 ფლოტი, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ თვითმფრინავის კაპიტალური რემონტი და ექსპლუატაციაში დაბრუნება შესაძლებელია. 

25 ივნისს შეხედვედრისას, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ბელარუსს ისკანდერ-მ-ის სარაკეტო სისტემებს მიაწვდის.

ისკანდერის ბალისტიკურ სარაკეტო სისტემას მოქმედების 500-კილომეტრიანი რადიუსი აქვს და ბირთვული ქობინების გადატანაც შეუძლია.

ბელარუსი არ არის უკრაინის ომის უშუალო მონაწილე, მაგრამ მან უზრუნველყო ლოგისტიკური მხარდაჭერა, როდესაც რუსეთის ძალებს უკრაინაში ქვეყნის საზღვრის გავლით შესვლის ნება დართო.

კომენტარები