შინაგან საქმეთა სამინისტრო

გომელაური უწყებიდან პოლიციელების წასვლაზე: ხალხი მიდის, მოდის

არ ვიცი, ქვეყნიდან ვინ მიდის, ზოგი მიდის, ზოგიც ჩამოდის. 4 000-მა ადამიანმა რომ დატოვა, რამდენი მოვიდა, არ გიკითხავთ? [...] ახლა გამოვაცხადეთ ვაკანსია, 140 თუ 145 კაცზე. ატყდა ამბავი, დედა, რა ხდება, დაიქცა ქვეყანა, ამ დროს 38 000 კაცი ვართ [...] წარმოიდგინეთ, 145 კაცზე, იქიდან თუ არ ვცდები, 58 თუ 60 სასაზღვროსი იყო, რომელზეც აუცილებლად საჭიროა ინგლისურის ცოდნა, იყო ბევრი კანდიდატი, თუმცა, ენა არ იცოდნენ იმ დონეზე, რომ დახვდეს ტურისტს, მიიღოს და ა.შ. აქედან გამომდინარე, დაახლოებით 60-ია. გამოვაცხადეთ ვაკანსია 145 კაცზე და ამაზე ატყდა ამბავი. ამას მოაბეს მერე 4 000 წავიდა, 4 000 თუ წავიდა, შეიძლება 5 000 მოვიდა, სულ არის ეს თემა. ხალხი მიდის, მოდის.

თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე სამართალდამცავი სტრუქტურებიდან კადრების გადინებაზე ისაუბრა. მელიას თქმით, სამართალდამცველებს იმდენი უკანონო ბრძანების შესრულებას სთხოვენ, რომ უწყებაში დასაქმებულები ქვეყნიდან წასვლას, ან სხვა სამსახურებში გადასვლას ამჯობინებენ. მელიას თქმით, ქვეყანას ათასობით პოლიციელი ტოვებს.

კომენტარები