ეთიოპიის ავიახაზები

პილოტებს სავარაუდოდ ჩაეძინათ, ამიტომ თვითმფრინავი 25 წუთით გვიან დაეშვა

Aviation Herald-ის ცნობით, ორ პილოტს სუდანიდან ეთიოპიაში ფრენისას,  სავარაუდოდ, ჩაეძინათ, ამიტომ დაშვება გამოტოვეს

შემთხვევა ეთიოპიის ავიახაზების Boeing 737-800-ის ბორტზე მოხდა. როგორც ჩანს, საჰაერო მოძრაობის კონტროლმა ვერ შეძლო ეკიპაჟთან დაკავშირება, მიუხედავად იმისა, რომ ეს რამდენიმეჯერ სცადა. როდესაც თვითმფრინავმა ასაფრენი ბილიკი გადალახა და მარშრუტი განაგრძო, განგაშის ზარი ამოქმედდა, რის შემდეგაც თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო და უსაფრთხოდ დაახლოებით 25 წუთის შემდეგ დაეშვა.

"კავშირის აღდგენის შემდეგ რეისი უსაფრთხოდ დაეშვა. გამოძიების დასრულებამდე შესაბამისი ეკიპაჟი არ მუშაობას. გამოძიების შედეგების მიხედვით ჩატარდება შესაბამისი მაკორექტირებელი მოქმედება. უსაფრთხოება ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი", - წერია ეთიოპიის ავიახაზების მიერ გავრცელებულ განცხადებაში 

კომენტარები