ლატვიის საელჩო

საქართველოში ლატვიის ელჩად ედიტ მედნე დაინიშნა

baltic-ireland.ie

საქართველოში ლატვიის ელჩად ედიტ მედნე დაინიშნა. ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ედიტ მედნემ საგარეო უწყებაში მუშაობა 1995 წელს დაიწყო. მუშაობდა ევროკავშირში ლატვიის მუდმივი წარმომადგენლობის ოფისში. 2018 წლიდან ის ირლანდიაში ლატვიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ედიტ მედნე ინგრიდა ლევრენცეს შეცვლის, რომელიც საქართველოში ლატვიის ელჩის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა.

კომენტარები