დონალდ ტრამპი

FBI-ის აგენტებმა ფლორიდაში ჩემი სახლი გაჩხრიკეს და სეიფიც კი გატეხეს – დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ფლორიდაში მის სახლში FBI-ის აგენტები შევიდნენ და მისი სეიფი გატეხეს. 

ტრამპის სიტყვებით, პალმ ბიჩში სახლი "FBI-ის აგენტების დიდი ჯგუფის მიერ იყო ოკუპირებული". როგორც BBC წერს, ჩხრეკა ოფიციალურ დოკუმენტებზე დაწყებულ გამოძიებასთან არის დაკავშირებული, რომლებიც, ამერიკული მედიის ცნობით, შესაძლოა, ტრამპმა თეთრი სახლიდან წაიღო. 

ტრამპის ადვოკატის, კრისტინა ბობის ცნობით, ჩხრეკის დროს რამდენიმე დოკუმენტი ამოიღეს.  

"ეს ბნელი დროა ჩვენი ერისთვის". - დაწერა დონალდ ტრამპმა. 

მისივე სიტყვებით, შეასბამის სამსახურებთან თანამშრომლობდა, ამიტომ სახლის "გაუფრთხილებლად დარბევა" საჭირო და მიზანშეწონილი არ იყო. 

"ასეთი რამ მხოლოდ მესამე სამყაროს ქვეყნებში შეიძლება მოხდეს. სამწუხაროდ, ამერიკა ახლა ერთ-ერთი გახდა ამ ქვეყნებიდან, კორუმპირებულია ისე, როგორც არასოდეს ყოფილა". - დაწერა მან.   

CBS News-ის ცნობით, ჩხრეკის დროს ტრამპი აშშ-ში, ტრამპ თაუერში იმყოფებოდა.  

აშშ-ს პრეზიდენტები ვალდებულნი არიან, საკუთარი ყველა წერილი, სამუშაო დოკუმენტი და ელექტრონული წერილი ეროვნულ არქივს გადასცენ. თუმცა, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ტრამპმა პრეზიდენტობის შემდეგ მრავალი დოკუმენტი წაშალა. 2022 წლის თებერვალში ეროვნულმა არქივმა, რომელის პრეზიდენტის ჩანაწერების შენარჩუნებისთვის მუშაობს, იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა, ოფიციალურ დოკუმენტებსა და დონალდ ტრამპთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. 

ეროვნული არქივის განცხადებით, ფლორიდაში მდებარე სახლიდან 15 ყუთი ამოიღეს, მათგან ნაწილში საიდუმლო ჩანაწერები ინახებოდა. 

კომენტარები