რუსეთი-საქართველო

არახამია მედვედევის პოსტზე: ივანიშვილის პოლიტიკა გამოიწვევს, რომ საქართველო იქნება შემდეგი

როგორც ვთქვი, რუსებთან მეგობრობა არ იძლევა სუვერენიტეტის შენარჩუნების გარანტიას. ჩვენ უკვე ვხედავთ ამას ბელარუსში. 

საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, გამოიწვევს კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს, მაგრამ თბილისის პრორუსულ ხელისუფლებას ეს ჯერ კიდევ არ ესმის".

რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის კეთებას სანქციების გვერდის ავლით და საქართველოს ხელისუფლება, რომელიც აგრესორთან ერთად თამაშობს, მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ საქართველოს იქნება შემდეგი. მოსკოვში ამას აღარ მალავენ.

ამიტომ დეოლიგარქიზაცია ქართველი ხალხის ნომერ პირველი მიზანი უნდა გახდეს. ეს არის ერთადერთი გზა, რომ წახვიდე ევროპისკენ და არ აღმოჩნდე რუსი აგრესორის კლანჭებში.

ასე ეხმაურება ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერი, დავით არახამია რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტს, სადაც საუბარი იყო რუსეთის ექსპანსიაზე - ეხებოდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მედვედევის ასისტენტი ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი მას არ ეკუთვნის და მისი "გვერდი გატეხეს". პოსტში ეწერა, რომ "სუვერენიტეტის აღარანაირი პარადი აღარ იქნება" და საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნები, "კვლავ ერთად იცხოვრებენ". პოსტში ნათქვამი იყო, რომ "ამ გზით მოძრაობა უკვე დაიწყეს" და "ძალასა და საშუალებებს არ დაზოგავდნენ

კომენტარები