საქართველო-აშშ

კობახიძე: დეპუტატს არ აქვს უფლება, ელჩს კითხვით მიმართოს? სახელმწიფო ვართ თუ რა ვართ?

დეპუტატი, მიუხედავად თავისი სტატუსისა, მმართველი გუნდის წარმომადგენელია თუ არა, როდესაც კითხვას სვამს ელჩის მიმართ, ეს არის შეურაცხმყოფელი? სახელმწიფო ვართ თუ რა ვართ? არა, სახელმწიფო ვართ თუ რა ვართ? რაზეა საუბარი? დეპუტატს არ აქვს უფლება, ელჩს კითხვით მიმართოს? თქვენ თუ ეს მიდგომა გაქვთ, რომ ეს გგონიათ შეურაცხყოფა, მაშინ სახელმწიფოდ არ აფასებთ ჩვენს ქვეყანას, და ეს ქვეყანა არის სახელმწიფო და ეს კარგად უნდა ისწავლოთ თქვენ პირველ რიგში. საქართველო რომ სახელმწიფოა, ეს ვერ იქნება ანტიდასავლური კამპანია. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვაზე, აშშ-ს ელჩის მიმართ ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების წერილების ტონი მიაჩნია თუ არა შეურაცხმყოფელად.

კომენტარები