ევროპული საქართველო

ბოკერია სააკაშვილზე: ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა არის კატასტროფა

ჩემი პოზიცია ცნობილია - სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი ივანიშვილის რეჟიმისვე დეკლარაციით, "არ დავიჭერდით, პოლიტიკაში რომ არ ყოფილიყოვო", ასე თქვა ღარიბაშვილმა და მისი პატიმრობა, ასევე, მას როგორც მოექცნენ, არის ძალიან მძიმე დარტყმა ქვეყნისთვის, არა მისი მომხრეებისთვის, არამედ, ზოგადად ქვეყნისთვის.

მაგრამ ნებისმიერი მიზეზით ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა არის კატასტროფა, მორალურად და პოლიტიკურად. და ის, რომ დღეს სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის სახე და სპიკერები არიან ხაჭაპურიძე, გელბახიანი, თაკო ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე და ეგ ხალხი, ეს არის მორალური კატასტროფა. ეს არის პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანის, ამაში სააკაშვილიც შედის და ბოლო წლების განმავლობაში მისი გარემოცვა, ვინც აირჩია ეს გზა, რომ ივანიშვილის მეთოდებით და მისი ღირებულებებით, უფრო სწორად ღირებულებების გარეშე უნდა მოიპოვო ძალაუფლება, უნდა დაემსგავსო ივანიშვილს და ოცნებას, რომ მოუგო.

ამ არჩევანმა მიიყვანა აქამდე ეს ვითარება. და ამაზე პასუხისმგებლები არიან, რა თქმა უნდა სააკაშვილი, მაგრამ ასევე ყველა, ვინც მის გარშემო ან ფანატიკური მიზეზებით, ან ოპორტუნიზმით და მედროვეობით, მის ტალღაზე ჯდომის მიზეზით, ამ ყველაფერს მხარს უჭერდა, ან ჩუმად იყო.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია. ექსპრეზიდენტის ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართული პოლიტიკა აღარ აინტერესებს, საკუთარ თავს იქ ვეღარ ხედავს და პოლიტიკიდან გადის. ამაზე ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე განცხადებები ადვოკატების სტრატეგიაა.

კომენტარები