ადამ კინზინგერი

კინზინგერი: HIMARS-ები საქართველოს!

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საკუთარ Twitter-ზე საქართველოსთვის HIMARS-ების გადაცემას ითხოვს.

კინზინგერი ხაზს უსვამს, რომ უკრაინაში ქართული ლეგიონი იბრძვის. ასევე წერს, რომ უკრაინაში რუსეთის დამცირების შემდეგ, დანარჩენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლი შესუსტდება.

"საქართველოს 1/3 რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ქართული ლეგიონი უკრაინას იცავს... მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში დამცირებას იწვნევს, შესაძლოა, რუსეთმა ვერ შეძლოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება. HIMARS-ი საქართველოს!". – წერს კინზინგერი.

ამერიკული მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემის (HIMARS) მეშვეობით, უკრაინამ ფრონტზე გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. ამ სისტემისთვის უკრაინისთვის გადაცემულ რაკეტებს დაახლოებით 70 კმ.-იანი რადიუსი გააჩნია და მაღალი სიზუსტის არის.

კომენტარები