ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენს COVID-19 დაუდასტურდა

Patrick Semansky/AP

თეთრი სახლის განცხადებით, 21 ივლისს ჯო ბაიდენს COVID-19 დაუდასტურდა.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ ჯო ბაიდენს კორონავირუსის ძალიან მსუბუქი სიმპტომები აქვს. ის სრულად ვაქცინირებულია და გაკეთებული აქვს ორი ბუსტერ დოზაც. თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, ბაიდენმა დაიწყო მედიკამენტი პაქსლოვიდის მიღება. 

ბაიდენი თეთრ სახლში იზოლირებული იქნება.

თეთრი სახლი ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ყოველდღიურად განაახლებს.

კომენტარები