ნიკა გვარამიას საქმე

ყაველაშვილი ჩხიკვაძეზე: დიდი სკანდალია, თავად მოგვიწოდებენ, რომ სასამართლო ხელშეუხებელია

ნებისმიერი მოქალაქისთვის ეს არის უდიდესი სკანდალი, როცა სასამართლო სისტემა, მით უმეტეს, თავად მოგვიწოდებენ, რომ ხელშეუხებელია და შეუძლებელია მოსამართლეზე რიამე სახის ან რჩევა, ან დამოკიდებულება, გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევა ხდებოდეს. ეს არის უმძიმესი ფაქტი. 

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე. ჩხიკვაძე ევროპარლამენტარების "ზეწოლასა" და აშშ-ს საელჩოს მხრიდან "ანგარიშის მოთხოვნაზე" საუბრობს. ჩხიკვაძის მტკიცებით, აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა კევინ ბურკმა მას უთხრა, რომ კელი დეგნანს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით, რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

კომენტარები