ნიკა გვარამიას საქმე

წულუკიანი ჩხიკვაძეზე: ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის...

სასამართლოს დამოუკიდებლობის პრაქტიკაში უზრუნველყოფისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კანონით სათანადოდ უზრუნველყოფილია, პირველ რიგში, მოსამართლეები და მოსამართლეთა კორპუსი უნდა იბრძოდნენ, ხმას იმაღლებდნენ სწორედ მაშინ, როცა ამ სიკეთეს თავს ესხმიან.

ამიტომაც მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას.

ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის......

ასე ეხმაურება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას. ჩხიკვაძე წერს, რომ აშშ-ს საელჩომ გვარამიას საქმეზე "ანგარიში მოსთხოვა" და პროგრამიდან მოხსნა. 

კომენტარები