ბილ გეითსი

ბილ გეიტსი აპირებს იქამდე გასცეს ქონება, სანამ მსოფლიოს უმდიდრესების სიიდან არ ამოიშლება

ბილ გეიტსი

მილიარდელმა ბილ გეიტსმა პირობა დადო, რომ ის იქამდე გასცემს თავის ქონებას, სანამ საბოლოოდ მსოფლიოს მდიდრების სიიდან არ ამოიშლება. 

ამასთან დაკავშირებით, Microsoft-ის თანადამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ის $20 მილიარდს თავის ფილატროპიულ ფონდს გადასცემს. 

მსოფლიოს მეოთხე უმდიდრესმა ადამიანმა თქვა, რომ მისი ვალდებულება თავისი რესურსების საზოგადოებისთვის დაბრუნებაა.

ბილ გეიტსმა თავისი ქონების გაცემის პირობა პირველად 2010 წელს დადო. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის შემდეგ მისი ქონება გაორმაგდა.
 
ჟურნალ Forbes-ის ცნობით, გეიტსის ქონება ამჟამად $118 მილიარდია, თუმცა, ივლისში, ბილ გეიტსისა და მისი ყოფილი ცოლის, მელინდა გეიტსის საქველმოქმედო ფონდისთვის გადარიცხული თანხა ქონებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. 
 

კომენტარები