რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: პუტინის ომი მისი სტრატეგიული მარცხი უნდა იყოს

ჯო ბაიდენი ისრაელში, ბენ გურიონის აეროპორტში, დახვედრის ცერემონიაზე, 2022 წლის 13 ივლისი.
The Times of Israel

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, პუტინის ომი მისი სტრატეგიული მარცხი უნდა იყოს.

"პუტინის ომი უნდა იყოს მისი სტრატეგიული მარცხი და თავისუფალმა მსოფლიომ მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს გადაწყვეტილებას, დავეხმაროთ უკრაინას საკუთარი დემოკრატიის დაცვაში.

შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რომლებიც განადგურებული და დევნილი არიან რუსეთის ძალადობის შედეგად". - თქვა ბაიდენმა იერუსალიმში გამართულ კონფერენციაზე.

კომენტარები