ივანა ტრამპი

ივანა ტრამპი, დონალდ ტრამპის ყოფილი ცოლი გარდაიცვალა

ივანა ტრამპი

73 წლის ასაკში ივანა ტრამპი, აშშ-ს ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი ცოლი გარდაიცვალა.

დონალდ ტრამპის თქმით, მისი ყოფილი ცოლი ნიუ იორკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

მანჰეტენის ექიმებმა, რომლებმაც გულის გაჩერებასთან დაკავშირებით ზარი მიიღეს, 73 წლის ივანა ტრამპი საკუთარ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ყოფილი ცოლი მოიგონა, როგორც "შესანიშნავი, ლამაზი და საოცარი ადამიანი, რომელიც დიდებული და შთამაგონებელი ცხოვრებით ცხოვრობდა". 

ივანა დონალდ ტრამპის პირველი ცოლი იყო და მასთან სამი შვილი ჰყავდა: დონალდ ტრამპ უმცროსი, ივანკა და ერიკ ტრამპები. 

ივანა ტრამპი დაიბადა ჩეხოსლოვაკიაში. მან კომუნისტური ბლოკის ქვეყანა 1970-იანებში დატოვა და 1977 წელს ცოლად გაჰყვა დონალდ ტრამპს. დონალდი და ივანა ერთმანეთს 1992 წელს დაშორდნენ.

კომენტარები