ქართული ოცნება

კობახიძე ივანიშვილზე: როგორ შეიძლება ახერხებდეს გამოჩენის გარეშე სახელმწიფოს კონტროლს

როგორ, რა ფორმით შეიძლება იყოს ეს ადამიანი[ბიძინა ივანიშვილი] პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და როგორ შეიძლება ახერხებდეს გამოჩენის გარეშე მთელი სახელმწიფოს კონტროლს, რასაც ამტკიცებენ. არ ვიცი ეს რამდენად სერიოზულად შეიძლება ამტკიცოს ვინმემ, მაგრამ მაშინ უნდა აღიარონ, რომ ამ ადამიანს ხელს უწყობს რაღაც ზებუნებრივი ძალები. ავიღოთ მაგალითად ტელევიზიის მართვა, როგორ წარმოგიდგენიათ ტელევიზიის მენეჯერი დილაობით არ მოდის სამსახურში და აკონტროლებს ტელეკომპანიას. ერთი კორპორაციის მართვაც კი რთულია, თუ ყოველდღიურად არ დადიხარ სამსახურში, ან კვირაში ერთხელ თუ მაინც არ მიდიხარ, რამდენიმე ასეული ადამიანია და წარმოიდგინეთ, 4 მილიონიანი ქვეყანა, საერთოდ არ ჩნდები და აკონტროლებ სიტუაციას ამ სახელმწიფოში ყოველგვარი გამოჩენის გარეშე, თვეში ერთხელ ვიღაცას ურეკავ, თუ არ ვიცი რა წარმოუდგენიათ. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში. 

კომენტარები