ეს სამი ადამიანი გავიდა ქართული ოცნებიდან. რატომაც დატოვეს პარტია, სწორედ ამას აკეთებენ. უნდათ, რომ მეტი განცხადებები თუ შეფასებები გაააკეთონ. არანაირი ანტიდასავლური კამპანია, მათ შორის ჩვენი სამი კოლეგის მხრიდან, რა თქმა უნდა, არ არის. სასაცილოა, რომ ანტიდასავლურობა დააბრალო სოზარ სუბარს და პროდასავლურობა დააბრალო ოპოზიციის წარმომადგენელს თუ სამოქალაქო სექტორის ზოგიერთ აქტივისტს. სოზარ სუბარს ამ ქვეყანაში უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ნახევარზე მეტს. საუბარი, თითქოს რაღაც ანტიდასავლური კამპანიაა, სასაცილო და არასერიოზულია.
tbl.ge/62na
დაკოპირდა

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ მმართველი პარტია და საპარლამენტო თანამდებობა 28 ივნისს დატოვეს. მათი მტკიცებით, მიზეზი საზოგადოებისთვის "მეტი სიმართლის მიწოდებაა" და ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან.
ამავე თემაზე
- ივანიშვილის დეპუტატები: სააკაშვილის გათავისუფლების მიზანი 2008-ის დანაშაულზე ხელის დაფარებაა
- ევროპას ღირებულებებს ართმევენ, EU სააკაშვილის რეჟიმის სტანდარტებით მოქმედებს – ხალხის ძალა
- სირცხვილია პაპუაშვილს პასუხობს და ფინანსური დონორების ჩამონათვალს აქვეყნებს
- შეუთავსებელია დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპენთან – ომბუდსმენი დეპუტატების ინიციატივაზე
- მაჭარაშვილი კანონპროექტზე: მე ვარ შეშფოთებული ამდენი უსაფუძვლო შეშფოთების გამო