ევროპული საქართველო

ბოკერია: გეგმა არის ერთადერთი – ბევრი ხალხის დიდხანს მზაობა მშვიდობიანი პროტესტისთვის

არ შეიძლება, ასე არასრულწლოვანებივით აღვიქვამდეთ თავს, რომ ტერმინ "საშინაო დავალებას" ვხმარობდეთ. ევროპაში, თავისუფალ სამყაროში ბავშვებს არ იღებენ, ზრდასრულებს იღებენ, ეს არ არის საშინაო დავალება, ჩვენი არჩევანია ეს. დავალებას აძლევენ ბავშვებს სკოლაში, ჩვენ ზრდასრულები უნდა ვიყოთ. ქართული ოცნებაშიც ბავშვები არ არიან, ზრდასრულები არიან, ოღონდ მავნებლები, ორი სხვადასხვა რამეა.

საპარლამენტო ოპოზიციის, ნაცმოძრაობის ლიდერებს ვუსმენდი, ისინი იყენებენ ტერმინს - ჩვენი საშინაო დავალება. ცუდია ეს.

რატომ ვამბობ ამას - 3 ივლისის აქციაში პრობლემა რამე თუ იყო, იყო ეს, რომ "რაღაც გეგმა გვაქვს, მაგრამ არ გეტყვით ჯერ, რომ მტერმა არ გაიგოს". ეს არის უპატივცემულობა. "ნახევარ საათში გეტყვით, წინასწარ არ გეტყვით", ეს არასერიოზულია.

გეგმა არის ერთადერთი - ბევრი ხალხის დიდხანს მზაობა მშვიდობიან პროტესტზე, რაც მთავარია, მზაობა ნებისმიერ წამს არჩევნებისთვის. თუ ამას წინასწარ არ ეუბნები ხალხს, ამ მწარე ამბავს და თუნდაც უნებლიედ უქმნი შთაბეჭდილებას, რომ რეალისტურად მიგაჩნია სამ თვეში სასამართლო რეფორმის ჩატარება იმ მთავრობისგან, რომელსაც მანდატი არ აქვს, ეს მერე ამ უკმაყოფილებაში გადაიზრდება ხოლმე. ის განწყობა არ უნდა გქონდეს, რომ "იცი რა, თუ ეს არ მოხდა შემდეგ ოთხ თვეში, მორჩა, დავიღუპეთ", იმიტომ, რომ ეს ძალიან სახიფათოა. ნეტა რვა თვეში მაინც მოხდეს, ოთხ თვეში კი არა, გუშინწინ მინდოდა მომხდარიყო, ჰო?

ამაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ სოციალურ მედიაში მოვისმინე ზოგიერთი, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერისგან შეთქმულების თეორია, თითქოს ევროპული საქართველო ვმართავთ ამ აქციას და არათუ არ ვმართავთ, არ ვეთანხმებით ბევრ რამეს, როგორც აქაც თქვენ მოისმინეთ და პირიქით, ამისთვის გაგვაკრიტიკეს. 

ოღონდ მეორე უკიდურესობაში გადავარდნაც არასწორია, ამ ხალხის ამ შეცდომების გამო მიწაში ჩადება არაფერს არ მოგვიტანს არავის. პირიქით, ესენი კარგი ადამიანები არიან. 

ეს არის ჩემი ხედვა: ამ კარგ ფონზე, რომ გაირკვა, რომ ბევრია ასეთი ადამიანი, ეს გაბევრებული ადამიანები კიდევ უფრო უნდა გაბევრდნენ და რაც მთავარია, უნდა ვიმუშაოთ ყველამ, ჩვენ გარშემო, რომ ეს ხალხი და ჩვენ გარშემო არსებული ხლხი იყოს მზად გრძელვადიანი მშვიდობიანი პროტესტისთვის, ყოველგვარი სასოწარკვეთის გარეშე შემდეგ კვირას, რომ "აი, დღეს რატომ არ მოხდა არაფერი" და რეალისტური ამბების გარეშე გამარჯვება არ უნდა გამოაცხადო, არ უნდა თქვა, რომ "ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია", როცა ჯერ ეგ არ მომხდარა.

ამავე დროს, უნდა ველაპარაკოთ ყველას, და ეს ეხება უკვე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებსაც, რომლებსაც იმედგაცრუება აქვთ, რომ მერე არჩევნები უნდა იყოს. და ამას ვამბობ იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც არ არის ლიდერი, რბილად რომ ვთქვათ, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ არ მესმოდეს, რომ ამის გარეშე შესაძლებელია ეს ყველაფერი. ამიტომ ჩვენ ჯერ გვაქვს ბათუმში, მერე ქუთაისში - კერძოდ კონკრეტულ ამბებზე, ორ ამბავზე, რომელიც კავშირშია ერთმანეთთან, შეხსენებაზე საკუთარი თავისთვის და ამ მორალური სიცხადის მოსატანად, როგორ მტერთან გვაქვს საქმე - პუტინის რუსეთთან. და მერე ამასთან კავშირი, რომ თუ ჩვენ არ გავაღწიეთ თავისუფლების სამყაროში... ის ფრაზა, რომელიც გარდაცვლილმა ზურაბ ჟვანიამ თქვა - "მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ევროპელი"  ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, რომ ვიყოთ დაცული, უსაფრთხო ქვეყანა და არ დავრჩეთ ამ ბოროტების სავანეში, რასაც პუტინის რუსეთის გავლენა ჰქვია და რისკენაც, სამწუხაროდ, მიჰყავს დღევანდელ რეჟიმს და ივანიშვილს. ეს უნდა გავაკეთოთ მოთმინებით, რწმენით და დიახ, არჩევნებით.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია TV პირველზე.

კომენტარები