რუსი ჰოკეისტი, ივან ფედოტოვი პეტერბურგში სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების ბრალდებით დააკავეს.
რუსულ სამთავრობო მედიასთან, RIA NOVOSTI-სთან საუბრისას ფედოტოვის ადვოკატმა უარყო ბრალდება, რომ ფედოტოვმა სამხედრო სამსახურს თავი აარიდა.
25 წლის რუსმა ჰოკეისტმა 7 მაისს ამერიკის ჰოკეის ლიგის კლუბთან, Philadelphia Flyers-თან ერთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის პეტერბურგში დააკავეს და გადაიყვანეს სამხედრო რეგისტრაციის ოფისში, სადაც ის შეუძლოთ გახდა და მისი საავადმყოფოში ტრანსპორტირება გახდა საჭირო.