აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის, პენტაგონის ცნობით, ვაშინგტონი უკრაინის დასახმარებლად დამატებით $820 მილიონ დოლარს გამოყოფს.
დახმარების ახალი პაკეტიდან $50 მილიონი გამოყოფილია საპრეზიდენტო დანაზოგებიდან, $770 მილიონი კი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) თანხებიდან.
საპრეზიდენტო თანხებით უკრაინას გადაეცემა მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემის (HIMARS) დამატებითი საბრძოლო მასალა.
USAI-ის ფარგლებით გამოყოფილი თანხებით კი უკრაინა მიიღებს ორ მოწინავე მიწა-ჰაერის ეროვნულ სარაკეტო სისტემას (NASAMS), 155 მმ.-იანი არტილერიის 150 000 ჭურვსა და არტილერიის საწინააღმდეგო 4 რადარს.
NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტებს 30 კილომეტრის რადიუსსა და 21 კილომეტრის სიმაღლეზე ფრენა შეუძლიათ.




![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)
