საქართველო-ევროკავშირი

იუკნევიჩიენე: სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლება ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება

20 ივნისს, ორშაბათს, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია ჩატარდა საქართველოში. ადამიანებმა თბილისიდან გამოგვიგზავნეს სიგნალი, რომ ისინი მოწადინებულნი არიან, რომ გაჰყვნენ ევროპულ გზას.

მე ნათლად ვამბობ, რომ ჩვენ თქვენთან ერთად ვართ ქართველებო. თუმცა საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროსაბჭოს რეკომენდაცია ნაკლებად მოსაწონი ყოფილიყო საქართველოს მოსახლეობისთვის. 

მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკოსებს, როგორც მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციას, რომ მოძებნოთ ძალა უფრო ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის. თქვენი საოცარი საზოგადოება იმსახურებს ამას. გაათავისუფლეთ პატიმრობიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოპოზიციური მედიის მფლობელი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ევროპულ გზაზე.

თქვა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები