ელენე ხოშტარია

ზარქუა: ხოშტარიები და მსგავსნი მე-5 კოლონა არიან

თბილისის საკრებულო

ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი ზარქუამ კომენტარი გააკეთა დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახის შესახებ TV IMEDI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრს ანგარიშზე რუსეთიდან მილიონობით რუსული რუბლი ერიცხება.

"ეს ორმაგი სტანდარტი რა უბედურებაა. ახლა უკვე რცხვენია და სხვანაირი ფორმულირება მოუძებნა, თურმე მილიონობით რუბლს რომ იღებ და შემდეგ ბათუმში უძრავ ქონებას ყიდულობ? ხოშტარიები და მსგავსნი მე-5 კოლონა არიან, რომლებიც იმისთვის მუშაობენ, რომ ამ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა გაუქრონ. ამას ვერ ეღირსებიან და ვერ მოესწრებიან, ქართველი ხალხი ხელისუფლებაში ამ აგენტურას არ მოიყვანს". - თქვა ზარქუამ.

TV IMEDI-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან და მოსკოვის თეატრიდან მილიონობით რუბლის სახით $150 000 აქვს მიღებული. 

დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრალდებას Facebook-ზე უპასუხა. ელენე ხოშტარიას თქმით, მისი მამა, გოგი ხოშტარია არის ცნობილი სცენოგრაფის, სოლიკო ვარსალაძის მემკვიდრე, შესაბამისად, სპექტაკლების ჰონორარი მას 25 წელია ერიცხება.

"მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიისნკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ეროცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან უკვე 25 წელია. რუსეთის საავტორო ორგანიზაცია რაოსთან გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა". – წერს ხოშტარია. 

 

კომენტარები