საქართველო-ევროკავშირი

წერეთელი: იმედი, რომ ამ ხელისუფლებას რამის გამოსწორება შეუძლია, მხოლოდ ილუზიაა

ძალიან გულდასაწყვეტი ამბავია ევროკავშირის წევრობის სტატუსის თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილება, თუმცა არც მოულოდნელი, სამწუხაროდ. ხელისუფლების უმოქმედობა და მოქმედებაც, მთავარი დამაზიანებელი გახდა ამ პროცესის. მიუხედავად ათასჯერ გაფრთხილების, თხოვნის, კრიტიკის, ქვეყნის შიგნით თუ გარედან, მმართველი ძალის სტრატეგია არ შეიცვალა და შედეგიც სათანადო მივიღეთ. ახლა ისევ დასავლეთის დადანაშაულება და ლანძღვა მიდის, ოპოზიციაზე შეტევა, მშვიდობით და სტაბილურობით სპეკულირება, იმავე სტილით, როგორიც რუსეთში, ბელორუსში თუ მსგავს რეჟიმებში აქვთ. ამიტომ, იმედი, რომ ამ ხელისუფლებას კიდევ შეუძლია რამის გამოსწორება, ან სურვილი აქვს, მხოლოდ ილუზიაა. 

საქართველოსთვის, მოქალაქეებისთვის გამოცხადებული ახალი ევროპული პერსპექტივის რეალიზება და ქვეყნის მომავლის გადარჩენა,  მხოლოდ ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ, დემოკრატიულად არჩეულ, ახალ ხელისუფლებას შეეძლება. ეს უნდა იყოს ყველა გონიერი პატრიოტის  სასწრაფო და უმთავრესი მიზანი.

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, გიგი წერეთელი.

კომენტარები