საქართველო-ევროკავშირი

პრეზიდენტი: ასე რომ ჩამოვრჩით 2 მეგობარს, ჩვენი ბრალია, აბა ვისი? ევროპას არ გადავუგდივართ

რაც მოგვივიდა დღეს, არის გაფრთხილება - რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო. ჩვენი ბრალია...

იმის მერე, რაც გააკეთა ამ ქვეყანამ 30 წლის მანძილზე, ასე რომ ჩამოვრჩით ჩვენს ორ მეგობარს და პარტნიორს, ჩვენი ბრალია, აბა ვისი.

არავინ არ გაგვიკეთა არაფერი და რაც მთავარია და მინდა, რომ კარგად გაიგოთ, ევროპამ არ გადაგვაგდო, ევროპამ არ გვითხრა უარი, პირიქით... პირველ რიგში უნდა წავიკითხოთ რეკომენდაციები და კარგად ვიცოდეთ, როგორ წავიკითხოთ.

იქ წერია, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიოგვიღია, მაგრამ მივიღეთ ისეთი რამ, რაზეც ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო ბოლო თვეებში, ვერც ვიოცნებებდით, მივიღეთ ის აღიარება და იმედი მაქვს, რომ ამას დაადასტურებს ევროპული საბჭო ერთ კვირაში, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, გაწევრიანების პერსპექტივა, ეს არის ის, რაც აქამდე არავის უთქვამს ჩვენთვის, არავის მოუცია პირობა ჩენთვის, რომ ამ პერსპექტივას მოგვცემდნენ, რომ არა უკრაინა, რომ არა ეს ახალი გარემოებები, ამას დღეს ნამდვილად ვერ მივიღებდით.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო კანდიდატის სტატუსს ამ ეტაპზე ვერ მიიღებს და ქვეყანას პირობების შესრულება მოუწევს.

კომენტარები