რეკლამა

Axis Towers-ი პირველ სტუმრებს დღეიდან უმასპინძლებს

Axis Towers

დედაქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, Axis Towers-ი გაიხსნა. Axis Towers- ი დეველოპერული კომპანია Axis-ის და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთობლივი პროექტია.

Axis Towers-ი თანამედროვე, მოდერნისტული ნაგებობაა, რომელიც პიედესტალისა და ორი კოშკისგან შედგება, რომელთა სიმაღლე 147 მეტრს აღწევს. შენობა 41-სართულიანია, 4 სართული მიწის ქვეშ, ხოლო 37 - მიწის ზემოთ მდებარეობს.

შენობის თეთრი კოშკი საცხოვრებელ ნაწილს ეთმობა, ხოლო შავ კოშკში ბიზნეს ცენტრია განთავსებული. გარდა ამისა, შავ კოშკში, მე-19 სართულიდან განლაგებულია Accor Group-ში შემავალი, პრემიუმ კლასის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი.

აღსანიშნავია, რომ Axis Towers-ი, რეგიონის მასშტაბით, პირველი მსოფლიო სავაჭრო ცენტრია (WTC).

Axis Towers-ი, არქიტექტურული და ინჟინრული თვალსაზრისით, ინოვაციური პროექტია. კოშკების თითოეული სართული ბირთვის გარშემო 2 გრადუსით ბრუნავს, თუმცა, ერთმანეთთან მიმართებით სარკისებურად მოძრაობენ. ეს შენობას კიდევ უფრო მეტად უნიკალურს ხდის, რადგან იგი თბილისის სხვადასხვა წერტილიდან განსხვავებულად მოჩანს.

Axis Towers-ი გამორჩეულია იმითაც, რომ ერთდროულად დეველოპმენტის 5 მიმართულებას მოიცავს: საცხოვრებელ, სასტუმრო, კომერციულ, საოფისე და გასართობ ფუნქციებს.

აქ დაგხვდებათ ფრანგულ ბრენდ Accor Group-ში შემავალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი; ქალაქში ყველაზე დიდი ველნეს ცენტრი: 25-მეტრიანი საცურაო აუზი, მოძრავი გადახურვით და ღია ვერანდით, პროფესიონალურად აღჭურვილი ფიტნესსივრცე და სპა ცენტრი; 12 რესტორანი და 7 ბარი; საფეხმავლო ქუჩა - რეკრეაციული სივრცე, სადაც, ასევე, განთავსებულია კაფე-რესტორნები.

სასტუმროს პიედესტალში კონცენტრირებულია მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი სივრცეები ბიზნეს შეხვედრებისთვის: 2000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული საკონფერენციო სივრცეები; 7 შეხვედრების ოთახი და თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოლრუმი, რომელიც 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მასში ჩაშენებულია 4 სინქრონული თარგმნის ჯიხური და მისაღები სივრცე, ტერასით.

Axis Towers-ის საერთო საინვესტიციო მოცულობა 150 მლნ დოლარს აჭარბებს. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკმაც.

კომენტარები