უკრაინა-საქართველო

ქადაგიშვილი არახამიაზე: ასეთი განცხადებები საქართველოს დასაზიანებლად კეთდება

ასეთი ტიპის განცხადებები, რომ საქართველო არის შავი ხვრელი, იარაღითა და კომპონენტებით ამარაგებს რუსეთს და ა.შ. ეს განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულად კეთდება, ეს უკვე არ არის შემთხვევითობა. ეს არის მიზანმიმართული, შურისძიებითი ქმედება საქართველოს დასაზიანებლად. ამას ჰქვია არა ფაქტებით საუბარი, არა რეალური მოვლენების შეფასება, არამედ შექმნილი აღქმების პროპაგანდირება და აღქმებით დამკვიდრებული "რეალობის" წარმოჩენა. სწორედ ამ აღქმებს ემსახურება უწყვეტი პროპაგანდა.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით არახამია ამბობს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად "ქართულ ბანკებს, საფინანსო სისტემებს, კომპანიებსა და ა.შ." აქტიურად იყენებს. 

კომენტარები