საქართველოს მთავრობა

დავითაშვილი: გამორიცხულია პროდუქტის დეფიციტი, ერთადერთი, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა

ძალიან მკაფიოდ შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ საქართველოში მოქალაქეებს რამე ტიპის პროდუქტის დეფიციტის შიში არ უნდა ჰქონდეთ არანაირად, ეს გამორიცხულია. ერთადერთი, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების პირობებში საქართველოში არაფრის დეფიციტი არ იქნება. 

ამაზე არაერთი განცხადება მე მქონდა პირადად, ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებს ჰქონდათ და მხოლოდ ზარალდებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც არ იჯერებდნენ, ცრუ ინფორმაციას აყვებოდნენ, პანიკაში ვარდებოდნენ და ასეთი ტიპის მარაგებს იქმნიდნენ. 

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი TV იმედის ეთერში.

კომენტარები