ქართული ოცნება

კობახიძე: ვერავითარი ირიბი და პირდაპირი სანქცია ბიძინა ივანიშვილს ვერ შეაშინებს

როდესაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ირიბი სანქციები მანამდეც მოქმედებდა, რეზოლუციაში ეს უბრალოდ აისახა კონკრეტული ლობის მეშვეობით, თორემ მანამდეც მოქმედებდა ეს ირიბი სანქციები, ამას როცა ამბობს მისი ადვოკატი და იმასაც ამბობს, რომ ეს ირიბი სანქციები ივანიშვილს ვერ შეაშინებს, ეს კარგად უნდა გაიაზროს როგორც სალომე ზურაბიშვილმა, ასევე თითოეულმა მოქალაქემ.

ეს მართლაც ასეა. ვერავითარი ვერც ირიბი და ვერც პირდაპირი სანქცია ბიძინა ივანიშვილს ვერ შეაშინებს და ვერ გახდება მისთვის იმის მოტივაცია, რომ ხელისუფლებას მიუბრუნდეს, შემოვიდეს პოლიტიკაში და აიძულოს, ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. ამას ვერ ეღირსება ვერავინ, მათ შორის, პირველ რიგში ისინი, ვინც აწესებენ ირიბ სანქციებს თუ პირდაპირ მოითხოვენ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. გამორიცხულია, რომ მათ ამას მიაღწიონ.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები