TV იმედის კვლევა

კანდელაკი TV იმედის კვლევაზე: უფრო თვალშისაცემი ხდება ოცნების დაპირისპირება დასავლეთთან

სულ უფრო ღია და თვალშისაცემი ხდება ქართული ოცნების დაპირისპირება დასავლეთთან და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ისინი ღიად წირავენ ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს და საკუთარ პირად ინტერესებს რაც დიდი ხანია კონფლიქტშია მოსული საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, რაც მდგომაროებს ჩვენი ქვეყნის სრულ ინტეგრაციაში ცივილიზებულ სამყაროში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, მათ შორის ამ ინსტიტუტებში, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაში. სწორედ ეს კონფლიქტი ტოვებს საქართველოს დაუცველს და უქმნის ჩვენს ქვეყანას რისკებს.

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი TV იმედის კვლევას ეხმიანება. 

კომენტარები