თურქეთი

თურქეთმა შავ ზღვაში ახალი გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

თურქეთმა შავი ზღვის ფსკერზე 170-კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობა დაიწყო.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ მიესალმება წყალქვეშა მილსადენის მშენებლობას შავ ზღვაში, რათა ქვეყანამ აითვისოს ბუნებრივი აირის საბადო და ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულებას თავი დააღწიოს.  

"მუშაობას ნოემბრის პირველ კვირებში ვასრულებთ. 2023 წელს ყოველდღიურად 10 მილიონ კუბურ მეტრს აწარმოებს. კომპანია 2026 წელს მიაღწევს წარმოების პიკს. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ დღიური გაზის წარმოება 40 მილიონ კუბურ მეტრამდე, 40 ჭაბურღილით". - აღნიშნა ერდოღანმა.

ჯერ კიდევ 2020 წლისთვის ცნობილი გახდა, რომ შავ ზღვაში ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი საბადო აღმოაჩინეს. საბადო შეძლებს, თურქეთის მოთხოვნა ბუნებრივ აირზე 20 წლის განმავლობაში სრულად დააკმაყოფილოს და, შედეგად, ქვეყანა დამოკიდებული აღარ იქნება იმპორტზე. ბუნებრივი აირის წარმოების დასაწყებად 7-დან 10 წლამდე იქნება საჭირო და ამას 2-დან 3 მილიარდ აშშ დოლარამდე ინვესტიცია დასჭირდება.

კომენტარები