მე ყოველთვის ვახსენებ გარშემომყოფებს, რომ საქართველოში ომთან დაკავშირებით დასავლეთის პასუხი საკმარისი არ იყო და დღესაც იპყრობს რუსეთი სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს, ქართულ მიწებს. 2014 წელს უკრაინაში არაადეკვატური და არასაკმარისი იყო დასავლეთის პასუხი და რუსეთმა ხელში ჩაიგდო ყირიმი და დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ნაწილი. ახლა ვხედავთ შეტევას უკრაინაზე. ახლა კითხვა ასეთია - საკმარისს აკეთებს დასავლეთი? თუ კიდევ ერთხელ სურს, არაადეკვატურად გამოჩნდეს ამ ამოცანასთან მიმართებით და არასაკმარისი გააკეთოს? ამას აწყდებიან ჩვენი ლიდერები. მათ უნდა გაიგონ, რომ უფრო მეტი სჭირდება უკრაინას, რომ მიაღწიოს თავის ამოცანებს.
tbl.ge/615h
დაკოპირდა

ამბობს ფორმულას ეთერში აშშ-ს საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალი, ფილ ბრიდლავი რომელიც აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის ხელმძღვანელად მსახურებდა. [ფორმულას სინქრონული თარგმანი]
ამავე თემაზე
- რუსეთში Дождь-ის ჟურნალისტს 2008 წლის ომზე პოსტისთვის ათწლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს
- 2008 წლის ომის დროს ჩემი თხოვნით ბერლუსკონიმ პუტინს დაურეკა, შეთანხმება მალე გაფორმდა – კალაძე
- Дождь-ის რედაქტორს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე პოსტის გამო დაუსწრებლად ასამართლებენ
- მედვედევი ოკუპირებულ ცხინვალზე: 2008 წელს ისტორიული სამართლიანობა აღდგა
- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 17 წელი გავიდა




