ფლანგვის დეტექტორი

GMC: 2020-2022 წლებში დასაქმების სააგენტოსთვის 408 107 370 ლარი გამოიყო – 2 380 პირი დაასაქმა

ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2020-2022 წლებში დასაქმების სააგენტოს დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 408 107 370 ლარი გამოიყო და სააგენტომ მხოლოდ 2 380 პირის დასაქმება შეძლო. 

ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში მცხოვრები მოსახლეობსი 20% უმუშევარია, რა მაჩვენებლითაც მსოფლიოს უარეს ოცეულში შევდივართ, თუმცა დასაქმების სააგენტოს უჭირს საკუთარი ბიუჯეტის ათვისება და ყოველწლიურად მას უფრო ნაკლები ადამიანი მიმართავს.

"2020-2022 წლებში დასაქმების სააგენტოს დასაფინანსებლად 408,107,370 ლარი გამოიყო და სააგენტომ მხოლოდ 2380 პირის დასაქმება შეძლო, ანუ სააგენტოს მეშვეობით 1 ადამიანის დასაქმება ბიუჯეტს დაახლოებით 170,000 ლარი დაუჯდა.

2021 წელს უმუშევართა რაოდენობა 2%-ზე მეტით გაიზარდა, თუმცა 2020 წელთან შედარებით დასაქმების სააგენტოს 3-ჯერ ნაკლებმა, 9 ათასამდე პირმა მიმართა.

2020-2021 წლებში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამისათვის გამოყოფილი 1,470,000 ლარიდან სააგენტოს 324,000 ლარამდე აუთვისებელი დარჩა. სააგენტოს სულ 52 თანამშრომელი ჰყავს, რომელთა შრომის ანაზღაურებაზე თვეში 81,520 ლარი იხარჯება".- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. 

კომენტარები