მოლდოვა

მოლდოვის პარლამენტმა რუსული საინფორმაციო გადაცემების ტრანსლაცია აკრძალა

Russia Briefing

მოლდოვის პარლამენტმა ინფორმაციული უსაფრთხოების კანონი მიიღო, რომელიც ქვეყანაში პრაქტიკულად კრძალავს რუსული პოლიტიკური და სამხედრო თემატიკის გადაცემების ტრანსლაციას.

კანონი ნებას რთავს მსგავსი გადაცემების რეტრანსლაციას, თუ ისინი წარმოებულია ევროკავშირის, აშშ-ს, კანადისა და სხვა დასავლური ქვეყნების არხების მიერ. 

მოლდოვის სატელევიზიო სივრცეში რჩება არამილიტარისტული შინაარსის მქონე რუსული ფილმები და გასართობი გადაცემები.

მსგავსი შეზღუდვა მოლდოვაში 2017 წელს მიიღეს, თუმცა 2020 წელს კანონი გააუქმეს. უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ჯარის შესვლის შემდეგ ინფორმაციული უსაფრთხოების კანონი დაჩქარებული გზით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში მიიღეს.

კომენტარები