საქართველო-ევროკავშირი

ზურაბიშვილი EU-ს კანდიდატობაზე: ჩვენი შეცდომების მიუხედავად, არ მგონია, რომ გაგვრიყონ

მე არა მგონია, რომ გაგვრიყონ დღეს. მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ყველაფრის მიუხედავად და ჩვენი ბევრი შეცდომის (სიტყვიერი თუ საქმით) მიუხედავად, გადაწყვეტილება იქნება მიღებული უფრო მაღალ დონეზე. და იქნება უფრო შორსმჭვრეტელი გადაწყვეტილება, რომელიც დაინახავს, რომ არ შეიძლება ამ რეგიონში... და არის დიდი ინტერესი ამ რეგიონის მიმართ, ამისი მაჩვენებელი იყო თავის დროზე შარლ მიშელის სამჯერ ჩამოსვლა ამ ქვეყანაში ერთ წელიწადში. ამ რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა იზრდება, რაც უფრო იზოლირებული და საქცირებულია რუსეთი და მე მგონია, რომ ეს იქნება შეფასებული სათანადოდ და ამასაც ექნება თავისი გავლენა საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პალიტრანიუსთან ინტერვიუში, ევროკავშირის კანდიდატობაზე.

კომენტარები