ნიკა გვარამიას საქმე

5 მოსამართლე, რომელიც პროგრამაში ლაშა ჩხიკვაძესთან ერთად იყო, აშშ-ში არ წავიდა

ინტერპრესნიუსი

ტაბულას ინფორმაციით, 5 მოსამართლე, რომელიც აშშ-ს საელჩოს პროგრამაში მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლესთან, ლაშა ჩხიკვაძესთან ერთად იყო, აშშ-ში ტრენინგზე არ წავიდა.  

24 მაისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში თქვა, რომ "მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება რომ ეკადრა ვინმეს, სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ". 

"ან ის რატომ ჰგონიათ, რომ ამერიკაში წასვლა-არ წასვლის გამო, რომელიმე მოსამართლე ვინმემ გავლენის ქვეშ შეიძლება მოაქციოს? ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს პირიქით, უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ.

საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა". - თქვა მან. 

მას შემდეგ, რაც ჩხიკვაძემ გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო აღარ გაემგზავრება. საპასუხოდ, კობახიძემ თქვა, რომ "სპეკულაციებს საელცოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა". 

"30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან". - ასე უპასუხა საელჩომ ქართული ოცმების თავმჯდომარეს. 

კომენტარები