ილია II

ილია II-მ რუსეთის პატრიარქს ანგელოზის დღე მიულოცა და მას ჯანმრთელობა უსურვა

ილია კირილე

24 მაისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილი გაუგზავნა, სადაც მას ანგელოზის დღეს ულოცავს. ინფორმაციას რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს.

"მის უწმინდესობას, მოსკოვისა და სრულად რუსეთის უწმინდეს პატრიარქს, კირილეს. 

თქვენო უწმინდესობავ!

მიიღეთ ჩვენი გულითადი მილოცვა თქვენს ანგელოზის დღესთან დაკავშირებით. 

ლოცვითა მოციქულთასწორთა კირილესი და მეთოდისაითა, დაე, მოგმადლოთ ღმერთმა ჯანმრთელობა, მშვიდობა და კურთხევა თქვენს მწყემსთავრულ მსახურებაში". – წერია პატრიარქის წერილში.

კომენტარები