კევინ სპეისი

დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის 4 საქმეზე ბრალი წაუყენა

Fortune

დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის 4 საქმეზე ბრალი წაუყენა.

2017 წლის ნოემბერში, ლონდონის თეატრში Old Vic მსახიობის წინააღმდეგ ოცამდე კაცის საჩივარი შევიდა. დაზარალებულთა თქმით სპეისიმ მათზე სექსუალურად იძალადა. ინციდენტები 1995 და 2013 წლებში მოხდა. 

ერთ-ერთი მბრალდებელი Old Vic-ის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტო კავაზოსია.

ბრალდებების შემდეგ სპეისი სერიალიდან House of Cards დაითხოვეს. ასევე ამოჭრეს დასრულებული ფილმიდან All The Money In The World, მის როლი კრისტოფერ პლამერმა ხელახლა შეასრულა და გაქირავებაში პლამერიანი ვერსია გამოვიდა, პერფორმანსისთვის შეცვლაზე მოსული მსახიობი ოსკარზე იყო ნომინირებული. 

Old Vic-ში გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ სპეისის წინააღმდეგ სარჩელი ამერიკაშიც შეიტანეს. ერთ-ერთი მბრალდებელი მსახიობი ენტონი რეპიც იყო

 

კომენტარები