საქართველო-ბელარუსი

ლუკაშენკო: საქართველო სახელმწიფოებრიობის გამყარების გზაზე თავდაჯერებულად მიდის

ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოში, 2015 წელი

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა.

"როგორც მსოფლიო საზოგადოების პატივსაცემი წევრი, საქართველო თავდაჯერებით მიდის სახელმწიფოებრიობის გამყარების, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის გზაზე". – ბელარუსული მედიის ცნობით, წერს ლუკაშენკო მილოცვაში.

ასევე, ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსულ-ქართული თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად უნდა ვითარდებოდეს ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

კომენტარები