რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ზელენსკიმ მისი მკვლელობის შემთხვევაში გეგმა B-ზე ისაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი მკვლელობის შემთხვევაში გეგმა B-ზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არის საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკა და უკრაინის ხელისუფლებამ წარმოადგინა სხვადასხვა ვარიანტები ქვეყნის ხელმძღვანელობიდან ვინმეს შესაძლო მკვლელობის შემთხვევაში.

"მოვემზადეთ და დავყავით, მე, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ჩვენ გვესმოდა, რომ თუ რაიმე დანაკარგი იქნებოდა, ამ პროცესისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით. მინისტრთა კაბინეტი ორ ნაწილად გავყავით, ეს იყო ორი ნაწილი, რომ ასეთი შედეგებისგანაც კი ქვეყანა დაცული ყოფილიყო".- თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტს ორჯერ ჰკითხეს, იგეგმებოდა თუ არა რაიმე იმ შემთხვევაში, თუ რუსების ერთ-ერთი მცდელობა მისი  მკვლელობით დასრულდებოდა. ამაზე ზელენსკიმ იხუმრა: 

"იმდენი ძალისხმევა დახარჯა ხალხმა, თავისი ენერგია და ფული... მე მზად ვარ დავეხმარო... მაგრამ დილით ისევ ვიღვიძებ და ვიღვიძებ. ამიტომ ამას ფილოსოფიურად ვუდგები. ასეთი საფრთხე ყოველდღიურად არსებობს, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ და ეს არ არის ჰოლოგრამა, მე ნამდვილად გელაპარაკებით".- თქვა მან. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები