რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო პოლონეთსა და NATO-ს უკრაინის დაყოფის მცდელობაში ადანაშაულებს

ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ შეშფოთებულია დასავლეთის მცდელობით, "დაშალოს" უკრაინა. მან დაადანაშაულა პოლონეთი და NATO უკრაინის დასავლეთ ნაწილის მიტაცების მცდელობაში. 

"გვაღელვებს, რომ ისინი, პოლონელები და NATO, როგორც 1939 წელს, დასავლეთ უკრაინას წაიღებენ. ეს მხოლოდ დღევანდელი უსაფრთხოების მხრივ არ გვაღელვებს. ეს არის მათი სტრატეგია დასავლეთ ბელარუსთან მიმართებაშიც. ამიტომაც, ყურადღებით ვართ". - თქვა ლუკაშენკომ. 

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ კიევს მოუწევს, დახმარება ითხოვოს დასავლეთ უკრაინის დაპყრობის თავიდან ასაცილებლად.

მანამდე, მოსკოვმა განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინის იმ მიწებზე, რომელიც ისტორიულად პოლონეთს ეკუთვნოდა, კონტროლის დამყარებას ცდილობს, რასაც ვარშავა უარყოფს. 

ვარშავა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია, რომელიც უკრაინის დასახმარებლად აგზავნის იარაღს. ამასთანავე, პოლონეთმა ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან 3 მილიონამდე ლტოლვილი მიიღო. 

კომენტარები