გერმანია

BILD: გერმანიაში სკოლაში სროლისას ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

ddp

გერმანული გამოცემა, Bild პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩრდილოეთ გერმანიაში, ბრემერჰავენში სკოლაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

სროლის გამო დაკავებულია ერთი პირი, მეორე ეჭვმიტანილი კი გაიქცა. 

Bild-ის თანახმად, სროლა ლოიდის გიმნაზიაში მოხდა. პოლიცია სკოლის მოსწავლემ მას შემდეგ გამოიძახა, რაც სროლის ხმა გაიგო. 

"ამჟამად ბრემერჰავენის ცენტრში პოლიცია მობილიზებული. ამის შესახებ დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს. გთხოვთ მოერიდოთ მიმდებარე ტერიტორიებს". - წერს გერმანიის პოლიცია. 

კომენტარები